რეალურად საქართველოში შეიძლება დღეში 10 000-მდე ინფიცირებული იყოს, ეპიდემია უკონტროლოა - გიორგი ფხაკაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში საგანგაშო ეპიდვითარებაა.

ფხაკაძის შეფასებით, ქვეყანა სრულად უნდა ჩაკეტილიყო ოქტომბერში, რათა დღევანდელ რთულ ეპიდსიტუაციამდე არ მისულიყო. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეალურად შეიძლება 10,000 იყოს.

 "ოქტომბრის დასაწყისში, ქვეყანა უნდა ყოფილიყო დაკეტილი, მთლიან დაკეტვაზე მაქვს საუბარი.... ჩვენ ეს გამოგვეპარა, ახლა უკვე ეპიდემია არის უკონტროლო. 3000 ადამიანი არის ინფიცირებული საქართველოში? –რა თქმა უნდა არა, რეალურად ინფიცირებული დღეში საქართველოში არის, დაახლოებით ორჯერ და სამჯერ მეტი, შეიძლება 10,000–მდეც იყოს.

მოცემულობა არის ის, რომ რეანიმაციული საწოლები საქართველოში აღარ არის, მე ხომ მაქვს ურთიერთობა ექიმებთან საქართველოში, არ არის, ანუ პრაქტიკულად ჩვენ გამოგვეპარა ოქტომბერი და ახლა უკვე "ემერჯენსი" , საგანგებო მდგომარეობაა. თითო წუთი დაგვიანება, არის თითო ადამიანის სიცოცხლე, ჩაკეტვა კარგია, რადგან ყველაფერი იკეტება, ნიშნავს, რომ გადასახადიც, იჯარაც არ უნდა გადაიხადოს ადამიანმა, როცა იკეტება, ყველანი ვიკეტებით.  – ამბობს, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, დღეს ეკატერინე ტიკარაძემ, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველთან ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძესთან, უშუალო კონსულტაცია გაიარა ეპიდემოლოგიური ვითარების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი – 3120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი