ისტორიული მატჩი დაიწყო - გულშემატკივარი გამარჯვების მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

"დინამო არენაზე" საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების ფინალური მატჩი დაიწყო. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ტარდება, თუმცა ქომაგები საქართველოს ნაკრების დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივრობენ.

"მე მგონია, მოვიგებთ და გავალთ. მაგისთვის ვარ მოსული და ეს ხალხი, ვინც აქ არის, ყველა მაგისთვისაა მოსული. შანსია ისეთი, რომელიც არ გვქონია არასდროს", - თქვა ზურა ჯაფარიძემ, რომელიც თამაშს თვალს დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიიდან ადევნებს.

შეგახსენებთ, რომ რომ  საქართველოს ნაკრებს, კოვიდინფიცირების გამო, ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია დააკლდებიან. ტრავმის გამო, თამაშს გამოეთიშა გიორგი ქვილითაიაც.

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი