24 საათი ისტორიულ მატჩამდე - ნაკრების 2 ფეხბურთელი კოვიდინფიცირებულია

გამოქვეყნდა:

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების ფინალურ მატჩამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. "დინამო არენაზე" მატჩი ხვალ, 12 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება. 

შეხვედრამდე ცნობილი გახდა, რომ  საქართველოს ნაკრებს, კოვიდინფიცირების გამო, ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია დააკლდებიან.

საკადრო პრობლემები აქვს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებსაც.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება, თუმცა სავარაუდოდ, ქომაგები საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ, 15 ნოემბერს სომხეთის და 18 ნოემბერს ესტონეთის ნაკრებს შეხვდება.

გასამართი მატჩებისთვის მზადებას ეროვნული გუნდი 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი