გიორგი მჟავანაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

შერჩევითი სამართალი და ცრუ მოწმე პოლიციელები - ასე შეაფასა სასამართლო პროცესი 9 ნოემბერს პარლამენტთან, გასათბობად შეშის შეტანის მცდელობის დროს დაკავებულთა ადვოკატმა. ადვოკატი გიორგი მჟავანაძის პატიმრობის გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ხელისუფლების ხელში ოპონენტების დევნის პოლიტიკურ იარაღად ქცეული სასამართლოსგან არ აქვს ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი.

"გასაჩივრებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ გიორგი მჟავანაძის დაკავება მოხდა უკანონოდ და აგრეთვე მის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი. ამ საჩივარს, გარდა ამისა, აქვს სხვა ფუნქციაც, ვინაიდან ჩვენ ეროვნულ დონეზე უნდა ამოვწუროთ გასაჩივრების ყველა მექანიზმი რათა სტრასბურგის სასამართლოში მოგვეცეს გასაჩივრების საშუალება", - თქვა ადვოკატმა, ივანე ჩიტიშვილმა.

ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული, მოძრაობა "სირცხვილიას" სამი აქტივისტიდან ორს ფულადი ჯარიმა დაეკისრა, ერთს კი სამ დღიანი პატიმრობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი