დღეს, 13 ნოემბერს ცესკოში საჩივრების განხილვა სრულდება. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმებს ასაჩივრებს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში. ასევე ითხოვს სხდომა საჯარო იყოს.
"გვაქვს კონკრეტული ოქმები, სადაც ბალანსიც კი არ დგება და სერთო დანაშაულთან გვაქვს საქმე მთელ რიგ შემთხვევებში, პროკურატურასაც არაერთხელ მივმართეთ. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელსიუფლება არც კი იხილავს ამ საჩივრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია აღარ იმართება ჟვანიას და კომისიონერების მხრიდან", - ამბობს, ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, 30-ვე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ შედეგს არ ელიან, იურიდიულ გზას მაინც გამოიყენებენ.