
მცხეთაში მცხოვრები 55 წლის მარტოხელა კაცი, ზაურ ყაყაჩოველი ორი დღეა დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად ცხელ ხაზთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. კაცს მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსის სიმპტომები აქვს.
"მთავარს" კაცის ახლობელი დაუკავშირდა, რომელიც გვიყვება, რომ მათ დახმარებისთვის პატრულსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
"სიცხე აქვს 39-40, დღეს მთელი დღე ვრეკე სასწრაფოში, ზარი გადის და ყურმილს არავინ არ იღებს, პატრულსაც დავურეკე, გვითხრეს, რომ სასწრაფომ უნდა მოგაქციოთ ყურადღება ჩვენ ვერ დაგეხმარებითო", - ამბობს ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის მონაცმები ქვეყნის მასშთაბით არ განახლებულა.