
13 ნოემბრის მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 32 წლის ქალი გარდაიცვალა. ფაქტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.
32 წლის ქალმა კლინიკას 4 ნოემბერს მიმართა 12 ნოემბერს კი გარდაიცვალა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმე, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის მწვავე პნევმონია და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ჯამში აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი გარდაიცვალა და 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარაში მყოფ პაციენტებს შორის 101-ის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.