დღეს, 13 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 3 473 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისში გამოვლინდა, 509 აჭარაში, 324 კი იმერეთში.
რეგიონალური განაწილება შემდეგია:
რაც შეეხებათ გარდაცვლილ პაციენტებს, მათგან თბილისში დაიღუპა 13, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 633 მძიმე პაციენტია, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 357 პირი იმყოფება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.