ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 102 წლის ბებომ დაამარცხა. მოხუცი ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან ხვალ გაეწერება.
ამ დროისთვი, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 77 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 2 კრიტიკულად მძიმეა. იმერეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.