აქტივისტი, გიორგი კუპატაძე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა ამბობს, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები თვალისა და თავის არეში მიიღო. მისი თქმით, პროტესტი მთლიანად მშვიდობიანი იყო და ფედერაციის თანამშრომელბი დილიდან პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.
"ორი ადამიანი ავედით კანცელარიაში, რომ სიმბოლურად ჩაგვებარებინა ჩაფუშული ბურთი, წითელი ბარათი და "ცხოველების ფერმა", ამ დროს ეს ადამიანები, დიდი ალბათობით მაღალჩინოსნები, რომლებიც დოლიდან აქ იყნენ, ცდილობდნენ პროვოკაციას და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ხელი მკრეს. თავის და თვალის არეში მაქვს დაზიანება, დაგვაგორეს კიბეებზე. არ გვეშინია, ვერ გაგვტეხენ", - თქვა აქტივისტმა გიორგი კუპატაძემ.
მისი თქმით, მთავარი პრობელმა ისაა, რომ ადგილზე მობილიზებული პოლიცია ყველაფერს ხედავდა და მათ მოძალადეების დაკავება ან მკაცრი რეაგირება ვერ შეძლეს.
აქტივისტი ამბობს, რომ მსგავსი დაზიანებები სავარაუდოდ, აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ მიიღო. ერთ-ერთმა აქტივისტმა მოძალადეებად ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები ზურა ცქიტიშვილი და ლაშა სალუქვაძე დაასახელა.
ადგილზე აქცია ამ დორისთვისაც გრძელდება, აქტივისტებსა და ფედერაციის შესასვლელს კი პოლიციის კორდონი ყოფს.
აქტივისტები ფედერაციასთან გუშინ, 12 ნოემბერს დინამოს სტადიონზე, ისტორიულ მატჩზე ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა პრივილეგირებული პირების დასწრებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილებმა ფედერაციასთამ მიიტანეს პლაკატები წარწერებით: "ორი საქართველო, ქოცი და დანარჩენები" "თარსი კობახიძე" "კობახიძის ჯარიმას მე ვიხდი".