ამ წუთებში ფეხბურთის ფედერაციასთან აქტივისტები აქციას "ორი საქართველო" მართავენ. ისინი გუშინ, 12 ნოემბერს დინამოს სტადიონზე, ისტორიულ მატჩზე ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა პრივილეგირებული პირების დასწრებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილებმა ფედერაციასთამ მიიტანეს პლაკატები წარწერებით: "ორი საქართველო, ქოცი და დანარჩენები" "თარსი კობახიძე" "კობახიძის ჯარიმას მე ვიხდი".
მოგვიანებით მათ ხელისუფლებას წითელი ბარათები აჩვენეს და ფედერაციაში ჯორჯ ორუელის "ცოხველების ფერმის" შეტანა სურდათ, რა დროსაც ფედერაციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე აქტივისტი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელმაც აქტივისტებსა და თანამშრომლებს შორის კორდონი გააკეთა.