მცხეთი რაიონულ სასამრთლოში 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის სამეზე პროცესი იწყება. დღეს გახდება ცნობილი, ცნობს თუ არა მცხეთის რაინული სასამართლოს მოსამართლე დამნაშავედ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს.
დაცვის მხარეს გამამრთლებელი განაჩენის იმედი აქვს, რადგან ადვოკატების განმარტებით, საქმეში არ არის სკმარისი მტკიცებულებები.
ველოდებით, რომ განაჩემი იქნება ობიექტური და სამართლიანი და სასამართლო თავის განაჩენში არ იქნება მოქცეული, ვინმეს ან რაიმეს ზეგავლენების ქვეშ, - სასამართლო, იმედია იხელმძღვანელებს, არა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, არამედ იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენ გამოვიკვლიეთ ამ საქმესთან დაკავშირებით და განაჩენი იქნება შესაბამისი - ამბობს ადვიკატი როსტომ კერესელძე
რაც შეეხება ბრადლების მხარეს - ამობენ, რომ საკმარისი მტკიცებულებიები აქვთ იმსიათვის, რომ ბრალდებლი 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში დარჩეს.
გვაქვს გონივრული მოლოდინი იმსა, რომ უნდა გამოვლინდეს, თითოეულ ამ პირთა მიმართებაში, ყველა წარდგენილი ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გამოვიკვლიეთ არა ერთი მტკიცებულება, სასამართლომ მოუსმინა 55-მდე მოწმეს. გამოკვლეულ იქნა ვიდეო მასალები, წერილობითი მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც პირდაპირ და უშუალოდ ადასტურებდნენ ყველა ბრალდებულის და კანონთა მყოფი პირის დამნაშავეობას წარდგენილ ბრალდებაში. ამ მტკიდებულებების და შეფასების და მათზე დაყრდნობის საფუძველზე აის ერთადერთიო მონოლდინი ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი - თქვა პროკურორმა, ნანა გუგუტიშივლმა
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.
პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.