მცხეთის რაიონულმა საამართლომ ექვსივე პირი დამნაშავედ ცნო - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

მცხეთის რაიონულმა საამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლეობის საქმეზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებაზე დაყრდნობით ექვსივე პირი დამნაშავედ ცნო, როგორც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ასევე ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ნაწილში.

ერთერთი დაკავებულის ადვოკატი, ზაქარია გვიშიანი ამბობს, რომ საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

აღსრულდა ის სცენარი რაც დაიწერა ბრალის წარდგენის დროს, დღევანდელ დღეს სასამართლომ მოუსპო მომავალი 6 ახალგაზრდას განზრახ, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები, ამ საქმეში არცერთი ბრალდებულის მიმართ, არცერთ ეპიზოდში. შესაბამისად მტკიცებულებების გარეშე, მოსამართლის სუბიექტირი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, მოსამართლე ბუნებრივია მოექცა იმ მცხარი სახოგადოებრივი აზრის მარწუხებში, რაც იყო შექმნილი ამ საქმიდან, რაც შექმნა პროკუირატურამ - ეს იყო სამრცვინო გადაწყვეტილება რაც მიიღო მოსამართლემ აღნიშულ საქმეზე ჩვენ აუცილებლად გავასჩივრებთ სააპელაციო სასამრთლოში, - თქვა ზაქარია გვიშიანმა. 

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი