შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში ბელარუსის მოქალაქე ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 43 წლის ზ.დ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნაცნობს - ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1971 წელს დაბადებულ ტ.ჩ.-ს, ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადბაში.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, ტ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა. ის მეზობლებმა გარდაცვლილი 2 დღის შემდეგ შემთხვევით ნახეს და პოლიცია გამოიძახეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.