
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი დაავადების გავრცელების რისკს არ წარმოადგენს და ყველა რიტუალის დაცვით, 72 საათის განმავლობაში სახლში მისი დასვენება შესაძლებელია:
„კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში" ამბობს გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საფრთხე ისევ და ისევ ადამიანების დიდი თავშეყრაა.