სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია, ნუ გავაშარჟებთ მოწოდებას - ვატაროთ პირბადე! - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირბადეების მნიშვნელობაზე საუბრობს და მოსახლეობას მიმართავს, ნუ აშარჟებენ მოწოდებას- ვატაროთ პირბადე. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პირბადეზე ეფექტური იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს თუ ქვეყანაში მისი მოხმარება 95%-იან მაჩვენებლამდე ავა, ინფიცირების ახალი მაჩვენებლები შემცირდება:

თუ ჩვენ ავიყვანთ ქვეყანაში პირბადის ტარებისა და მოხმარების მაჩენებელს 95%-მდე, ამის პროგნოზირებას აკეთებენ დიდი და წამყვანი ინსტიტუტები, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას შევამცირებთ, დაახლოებით, 70%-ით. ამიტომ, გვენდეთ და დაგვიჯერეთ, რომ პირბადე ყველამ ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ. როცა მე ამას ვამბობ, მერე სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია. ტყეში პირბადით ვიაროთო? ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას. არავინ არ გეტყვით ტყეში მარტო თუ მიდიხართ, რომ პირბადით იაროთ, მაგრამ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში უნდა ვიაროთ პირბადით,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

3 ნოემბრიდან ქვეყანაში პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი