ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „რემდესივირი“ საქართველოში ორ კვირაში შემოვა, მაგრამ ეს წამალი აფთიაქში არ გაიყიდება.
გამყრელიძე ამბოს, რომ პრეპარატი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება:
„რემდესივირის“ მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება. მაგრამ ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად სჭირდება მძიმე პაციენტებს“- განაცხადა გამყრელიძემ.