ცარიელი რუსთაველის გამზირის ხილვას ვერ ეღირსება რეჟიმი – ნიკა მელია შაბათის აქციაზე

გამოქვეყნდა:

"ცარიელი რუსთაველის გამზირის ხილვას ვერ ეღირსება რეჟიმი" – "ენმ"–ს ლიდერმა ნიკა მელიამ, გადაცემაში "დღის სტუმარი" ხვალინდელი აქციის შესახებ ისაბურა.

"ხვალ იქნება ის, რაც იქნება მანამ, სანამ, არ დათმობს რეჟიმი ხალხის მიერ მიტაცებულ ძალაუფლებას, ვგულისხმობ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება, დიახაც, არა! ცარიელი რუსთაველის გამზირის ხილვას ვერ ეღირსება რეჟიმი, ყველაზე მეტად ხელისუფლებას ახლა ეშინია საპროტესტო აქციების, გამორიცხულია!

ერი არის სიმართლის მოლოდინში, სიმართლე არის ახლა ხალხის მხარეს, ხალხი ერი საზოგადოება რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ბრბოდ აღიქვამს, ბრბო გონია და ასე არ გაგრძელდება მისი პარპაში, ერთი გზა არის ახლა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ჩვენ ყველა რესურსს ვიყენებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ რეჟიმი წავიდეს ისტორიულ დათმობაზე, კიდევ უფრო მწვავე უნდა გახდეს პროტესტი რუსთაველის გამზირზე, დადგება მთელი საქართველო რუსთაველის გამზირზე და ამის შემდეგ მოუწევს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებიდან წასვლა,

ყველა ელჩი უნდა დარწმუნდეს იმაში რა უზნეო ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ვერ დარწმუნდება ხალხის პროტესტის გარეშე, რომ არა 20 ივნისი და რუსთაველის გამზირი, პროპორციულ საარჩევნო სისტემას ვერ მივიღებდით. დღეს ძალა არის ხალხში და ძალა არის რუსთაველის გამზირში. ოპოზიცია გზას არ გადაუხვევს.",– თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია მოქალაქეებთან ერთად კიდევ ერთ აქციას გამართავს გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი