
თელავის საავადმყოფო მოქალაქეებს მიმართავს და ეუბნება, რომ გადატვირთულობის გამო, პაციენტებს ვერ მიიღებენ და 112-ში დარეკვის გარეშე ნუ მივლენ სტაციონარში.
თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფო გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და თვითნებურად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურთან (112) მიმართვის გარეშე ნუ მომართავთ სტაციონარს, რადგან კლინიკის გადატვირთულობის გამო ვერ მოხერხდება თქვენი სტაციონარში განთავსება და საჭირო დახმარების აღმოჩენა- ნათქვამია თელავის საავადმყოფოს განცხადებაში