თბილისში, თემქის დასახლებაში გუშინ, 13 ნოემბერს, ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს, დაჭრილია მისი მეგობარიც. ოჯახის წევრებისთვის მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია, ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული ყელის არეში, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი ცხედარი დაზიანებულია.
დაჭრილი პირი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც, "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს საქმეზე ერთი პირია დაკავებული და გამოძიება მიმდინარეობს.
ავტორი: საბა ბუაძე.