მკვლელობა ქობულეთში - ადგილობრივების თქმით, მეზობელმა 30 წლის კაცს თავში ესროლა

გამოქვეყნდა:
განახლდა:

მვკლელობა ქობულეთის სოფელ ხალაში - “მთავართან” საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტი მეზობლებს შორის მოხდა და 30 წლის კაცს თავის არეში ტყვია ესროლეს. 

ადგილობრივი მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ მკვლელი სავარაუდოდ  მიიმალა, ამასთან, მას 2 თანამზრახველიც ჰყავდა. 

"მთავარი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს - გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყება მომხდარის მეტ დეტალს ამ დრომდე აზუსტებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი