გუდაურში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაზე საბოლოო დასკვნის გამოტანა ნაფიც მსაჯულებს მოუწევთ

გამოქვეყნდა:

გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი, პირველად მთავარ არხთან იხსენებს, რა მოხდა გუდაურში 9 თვის წინ, თებერვალში. საუბარი უჭირს, ამბობს, რომ მის ცხორებაში ეს უმძმესი დღე იყო და არც თავის მართლება სურს. იხსენებს, რომ რამდენიმე დღით ადრე ტურისტებსა და ბარის თანამშროლებს შორის კონფლიქტს შეესწრო და უბრალოდ, დაპირისპირებული მხარეები გააშველა.

თავად ბრალდებული დაპირისპირების მოტივებზე არ საუბრობს, მაგრამ  სავარაუდოდ,  ახალგაზრდების ჯგუფის კობიაშვილის მიმართ აგრესია, სწორედ ტურისტებთან კონფლიქტში ჩარევამ გამოიწვია. 

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მერაბ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, კანონთან შესაბამისობაში მოქმედებდა.

კობიაშვილი ამჟამად თავისუფალია, თუმცა ჯერ საბოლოო განაჩენი არ გამოცხადებულა. ახლა ჯერი ნაფიც მსაჯულებზეა., სწორედ მათ უნდა გამოიტანონ ვერდიქტი, რომელიც გადაწყვეტს, რა იყო გუდაურის ინციდენტი, განზრახ მკვლელობა თუ აუცილებელი მოგერიება.

 ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი