შსს-ს თანამშრომლებმა 30 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში, სოფელ ტინისხიდდთან გუშინ იპოვეს. ცხედარი იდენტიფიცირებული ჯერ არ არის, და არც ისაა ცნობილი არის თუ არა გარდაცვლილი ის ადამიანი, ვისაც ოჯახი შიდა ქართლში წელიწადზე მეტია ეძებს და რომლის სამძებრო სამუშაოების არაეფექტურობაზე ოჯახი ღიად საუბრობს.
"პოლიცია არაფერს ამბობს, ცოცხალია თუ მკვდარი არ ვიცითო, არც კი მოდიან" - ამბობს გაუჩინარებული ადამიანის ოჯახი.
აქვე გეტყვით, რომ გორის პოლიციამ ამ დრომდე ვერ მოახერხა 21 წლის ბიჭის კვალზე გასვლა, რომელსაც ოჯახი უკვე მეხუთე დღეა ეძებს.