დღეს 21:00 საათზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სომხეთს შეხვდება

გამოქვეყნდა:

ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში მარცხის შემდეგ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები C დივიზიონის მორიგ შეხვედრაში სომხეთს დაუპირისპირდება.

გუნდს C დივიზიონის ორი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. ჯგუფში საქართველოს და ჩრდილო მაკედონიელებს 6-6 ქულა აქვთ, სომხებს - 5.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს გუნდს, დისკვალიფიკაციის გამო, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია არ ეყოლება.

საქართველო - სომხეთის შეხვედრა მაყურებლის გარეშე  21:00 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს დინამო არენაზე საქართველოსა და მაკედონიას შორის ისტორიული მატჩი შედგა. სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი