"ივანიშვილმა ბათუმიდანაც უნდა იგრძნოს საპროტესტო მუხტი" - აქცია 17:00-ზე იწყება

გამოქვეყნდა:

17:00 საათზე ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად ოპოზიცია, მათი მხარდამჭერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცლელია - ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალური კომისიის დაკომპლექტება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. 

მთვარობის სახლთან სცენა უკვე დამონტაჟებულია. 

"მნიშვნელოვნია, ბიძინა ივანიშვილმა, დედაქალაქის გარდა, ბათუმიდანაც იგრძნოს მძლავრი საპროტესტო მუხტი. უნდა მიხვდეს ის, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება სხვამ გადაუწყვიტოს ვინ იქნება ხელისუფალი. სამართლიანი არჩევნები სჭირდება ქვეყნის განვითარებას", - ამბობს "ენმ-ძალა ერთობაშია"-ს წევრი, გიორგი კირთაძე. 

"1 კაცის ახირებულ პირობებზე საზოგადოება არ გაივლის. უკვე 1 კვირაა, მთელი ბათუმი და საქართველო დგას სამართლიანი არჩევნების გვერდით - ამას აუცილებლად მივაღწევთ", - თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ. 

აქციაზე შეკრებილებს მოძრაობა "იმოქმედეც" შეუერთდება. 

"ჩვენ უნდა გავუშვათ სახლში ივანიშვილი, ჟვანია და მათი დამქაშები. ფაქტობრივად, სახელმწიფო აღარ გვაქვს", - ამბობს "იმოქმედე"-ს წარმოამდგენელი, ბაჩი ექვაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარი თქვა და ისინი ბათუმში აქციას უკვე 1 კვირაა მართავენ. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი