საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 230 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა.  

ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 82835
  • გამოჯანმრთელებულია - 65291
  • გარდაცვლილია - 733
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2735
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3315
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5658
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი