"თერჯოლამედში" ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

თერჯოლის კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 

კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის, დავით სარიშვილის, თქმით, ერთერთი გარდაცვლილი, 71 წლის კაცი, თერჯოლის მკვიდრი იყო, ის კლინიკაში 14 ნოემბერს თანმდევი დაავადებებით შეიყვანეს.

მეორე გარდაცვლილი 72 წლის ქალია ტყიბულიდან. პაციენტი კლინიკაში 13 ოქტომბერიდან  მკურნალობდა. 

"თერჯოლამედში" ამ დროისთვის 100 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა. 

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 30 ადამიანი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი