ვაისი წავიდა - ესტონეთთან შეხვედრაზე ნაკრებს დროებითი მწვრთნელი უხელმძღვანელებს

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს - ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

"მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს", - ვკითხულობთ ფედერაციის განცხადებაში. 

2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ თამაშში, დინამო არენაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდთან 12 ნოემბერს 0:1 წააგო. გუშინ კი სომხეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი