ყოველწლიურად ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარით ფინანსდება, სარგებლობს საერთაშორისო გრანტებითაც, თუმცა როგორც ჩანს, ეს წარმატებისთვის საკმარისი მაინც არ არის.
ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს ფულით ქართული ფეხბურთი არ უდნა ფინანსდებოდეს და კლუბების დაფინანსება თავის თავზე კერძო სექტორმა უნდა აიღოს.
მამუკა გუგეშაშვილი, საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" დამფუძნებელი ყველაზე მწვავე პრობლემად ბავშვთა ფეხბურთის არასწორ განვითარებას ასახელებს და ამბობს, რომ არასწორად შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის არასწორად მოწყობილი სტადიონები ბავშვებს საფრთხის წინაშე აყენებს.
სპორტული ჟურნალისტები ამბობენ, რომ წლევანდელი ჩავარდნა იმ არასწორად დაგეგმილი პროექტების გამოძახილია, რასაც ფედერაცია წლებია ახორციელებს.
5 წელზე მეტია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თავის ბაზაზე არ უვარჯიშია. ჟურნალისტების აზრით, მთავრი გამოწვევა მენეჯმენტის არაპროფესიონალიზმი და დაფინანსების არასწორად წარმართვაა.
ექსპერტები მთავარ პრობლემად კლანურობასა და ფედერაციაში თბილისის მერის პროტექციით დანიშნულ კადრებს ასახლებენ.
ამის ნათელი მაგალითია, თელავის საფეხბურთო კლუბი, რომელიც ირაკლი ამისულაშვილის, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებაშია და ფაქტობრივად თბილისის "დინამოს" დაფინანსების ოდენობას იღებს.
ირაკლი ამისულაშვილი იმ ბიზნესმენის სიძეა, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად მონაწილეობს და საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიულ მატჩზე საპატიო სტუმარიც იყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ყველაზე გაუმჭვირვალე უწყება კითხვის ნიშნებს წლებია აჩენს, მიუხედავად ამისა, ბოლო წლებია სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ის არ შეუმოწმებია.
2015-დან 2017-წლამდე შემოწმებული ხარჯებით კი აუდიტმა დაასკვნა რომ ფედერაციისთვის გამოყოფილი თანხების ათვისება რიგ შემთხვევებში ვერ ხერხებდა.
უეფასა და ფიფას სტანდარტების მიხედვით კი, ფედერაცია პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს. სფფ-ს კი პრეზიდენტად მმართველი გუნდის დეპუტატი და თბილისის მერის ახლო მეგობარი, ლევან კობიაშვილი ჰყავს.