მკვლელობა თემქაზე - მოკლულის დედა და თვითმხილველი მომხდარის დეტალებზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

36 წლის მიხეილ მელიქიშვილის დედა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დეტალებს
"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფთან პირველად იხსენებს. 

დონარი როსტიაშვილი მის შვილს სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მობილური ტელეფონით ესაუბრა. 

მიშა მელიქიშვილს მეგობრის სახლში გვიან ღამით საკანცელარიო დანით ნიკა ნარიმანიძე თავს დაესხა და ყელი გამოჭრა შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა და მეგობარ გოგოსთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასტიკად მოკლული ახალგაზრდა კაცის დედა, რომლისთვისაც დანაშაულის მოტივები უცნობია, სასამართლოს მხრიდან უმკაცრესი განაჩენის მოლოდინშია.

14 ნოემბრის სისხლიან ღამის დეტალებს დაზარალებული ლევან შაბურიშვილი იხსენებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ მელიქიშვილის განწირული ხმა მაშინ შემოესმა, როდესაც საკუთარ საძინებელში იყო შესული, ხმაურზე გამოსულს მეგობარი უკვე გარდაცვლილი დახვდა. დაჭრილი შაბურიშვილი ამბობს, რომ დამნაშავეებმა კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელს ცეცხლი წაუკიდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად შარაძემ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ბრალდებულების უფლებადამცველები. ადვოკატი დავით ახალაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას, არც ანა უთიაშვილის ადვოკატი.

სასამართლო ბრალდებულებს განზრახ მკვლელობას, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ავტორი: საბა ბუაძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი