ციანიდისა და გიორგი რურუას საქმეებით ცნობილი მოსამართლე ძმების ხელფასი 2012 წლიდან ჯამურად 974 000 ლარია

გამოქვეყნდა:

ძმები ბუგიანიშვილის მიერ ხელისუფლების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებები და მათი კარიერული წინსვლა ,"ქართული ოცნების'' მმართველობის დროს - მოსამართლე ძმების საქმიანობის შესახებ ანგარიშს "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს.

ცნობისთვის, ბესიკ ბუგიანიშვილის სახელი უკავშირდება ორ გახმაურებულ - ე.წ. კაბელებისა და ცინადის საქმეებს. ორივე შემთხვევაში მან პროკურატურისა და ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. შარშან კი დააწინაურეს და სისხლის სამართლის პალატის უვადოდ არჩეული მოსამართლე გახდა.

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2012- 2020- წლების დეკლარაციის მიხედვით, ბესიკ ბუგიანიშვილის ანაზღაურებამ ჯამურად 568 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მის ძმას, ვალერიან ბუგიანიშვილს, იგი გიორგი რურუას საქმის მოსამრთლე იყო. "ფლანგვის დეტექტორის'' შეფასებით, მან საეჭვო ვითარებაში დაკავებული რურუა დამნაშავედ ცნო და დაეთანხმა თითქმის ყველა იმ მოთხოვნას, რაც პროკურატურამ წამოაყენა. 2012-2020 წლის მონაცემებით, ვალერიან ბუგიანიშვილის ჯამურმა ანაზღაურებამ 404 ათასი ლარი შეადგინა. 

ფოტო: "ფლანგვის დეტექტორი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი