ტყიბულის შახტის 144 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

"საქნახშირმა" საწარმოო პროცესი შეაჩერა - მიზეზი 144 თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირებაა. განცადება Facebook-გვერდზე გავრცელდა.

"საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, "საქნახშირი" პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. 13 ნოემბერს, PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი" - ვკითხულობთ პოსტში. 

როგორც განცხადებაში წერია, "საქნახშირის“ თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი