საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187 ლარია – საქსტატი

გამოქვეყნდა:

საქართველოში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ოქტომბრის თვეში 187.7 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი, ის მცირე თანხაა, რაც სახელმწიფოს დადგენილებით, ქვეყნის ეკონომიკური დონის განვითარების შესაბამისად, ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს და ერთ სულ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონელს - თანხით, გამოხატავს.

კიდევ უფრო მცირე იყო შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი ოქტომბრამდე; მაგალითად  სექტემბერში – 184, აგვისტოში –182, ივლისში კი – 183 ლარი.

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2020 წელს, მარტში დაფიქსირდა და 206.1 ლარით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად,

  • საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ოქტომბრის თვეში – 166 ლარია
  • მთლიანად საშუალო ოჯახის  – 314.
  • ორ სულიან ოჯახს საარსებოდ თვის განმავლობაში 266 ლარი აქვს განსაზღვრული
  • 6 სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, საქართველოში – 442 ლარს აღწევს, რაც ერთ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმს, მხოლოდ 2.5–ჯერ აღემატება.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმს საქართველოში 1997 წლიდან, პარლამენტის დადგენილებით ითვლიან. 2003 წლიდან, საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება, სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით ხდება, რომელიც საკვებ ნივთიერებაზე და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით, შეესაბამება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, სპეციალისტები მძიმე ზამთარს, პროდუქტებზე ფასების მომატებას და კომუნალური გადასახადების ზრდას ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი