შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თანასოფლელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 28 წლის თ.გ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი - 1990 წელს დაბადებული დ.შ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.