დედოფლისწყაროში COVID-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა - 70 წლის ქალი ბინაზე მკურნალობდა

გამოქვეყნდა:

დედოფლისწყაროში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 70 წლამდე ასაკის ქალი ორმხრივი პნევმონიით, სახლში, ონლაინ კლინიკისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა. 

პაციენტის მდგომარეობა გუშინ, 17 ნოემბერს მკვეთრად დამძიმდა, რის შემდეგაც ის ის დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები, კოვიდინფიცირებული პირის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, 112-თან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდნენ. ფაქტთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.  

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი