"წინასწარ იყვნენ შეთანხმებული" - ჯანეზაშვილი ახალი მოსამართლეების დანიშვნაზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს მიერ 36 მოსამართლის დანიშვნაზე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა და თქვა, რომ სასამართლოში კლანური და ჩაკეტილი მმართველობა ისევ გრძელდება. 

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2 წლის განმავლობაში არ აცხადებდა მოსამართლეთა კონკურსს, რაც ქმნიდა კოლაფსს. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ კონკურსს - გამოვლინდა ტენდენცია, რომ სისტემა ჩაკეტილია, რაც ვლინდება იმაშიც, რომ ვაკანსიების რაოდენობა აღემატება კანდიდატებისას. მეორე საკითხი არის კლანური მმართველობა, პომპეოსთანაც იყო ამაზე საუბარი და მრცხვენია, რომ ასეთი მაღალი რანგის პარტნიორებიც კი ლაპარაკობენ სასამართლო კლანზე. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები მოსამართლეების დანიშვნაზე. სასამართლო სისტემის გსაუმჯობესებლად ჩვენ გვჭირდება მასშტაბური ცვლილებები", - ამბობს ჯანეზაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე ცოტა ხნის წინ დანიშნა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ ნაზი ჯანეზაშვილისგან გახდა. მანვე Facebook-ზე მოსამართლეთა სია გამოაქვეყნა და თქვა, რომ "როგორც სხვა დროს ახლაც გამოიკვეთა ტენდენცია - ე.წ. კლანი წინასწარ იყო შეთანხმებული კანდიდატებზე და სასამართლო სისტემა არის კვლავ ჩაკეტილი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი