კოვიდინფიცირებული პაციენტები სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ - რას ყვება პაციენტი

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ეპიდემია და პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში - კოვიდინფიცირებულები სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. ერთ-ერთი პაციენტი "მთავარ არხთან" ინტერვიუში ყვება, რომ ჰოსპიტალიზაციას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ითხოვს. მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების გარეშე რჩებოდა ინფიცირებული კაციც, რომელსაც თანხმლები დაავადება  დიაბეტი აქვს, თუმცა პაციენტმა  სამედიცინო მომსახურების მიღება ნაცნობის დახმარებით მოახერხა.

"მქონდა სიცხე, ვიყავი ძალიან ცუდად, დავრეკე სასრაფოში და სასწრაფო მეუბნება, რომ ეს ჩვენ არ გვეხება, დავრეკე კოვიდის ცენტრში, ოჯახის ექიმი დაგიკავშირდებათო, დღეს მერვე დღეა, ოჯახის ექიმი არ დამკავშირებია. გუშინ კოვიდ ცენტრიდან დამირეკეს და მითხრეს, ოჯახის ექიმა გადმოგვცა ინფორმაცია, რომ კარგად ხართო", - ამბობს ინფიცირებული. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი 19 ნოემბრის მონაცემები ქვეყანაში ინფიცირებულების შესახებ ჯერ არ განახლებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი