ლანჩხუთში, მრავალსართულიან ბინაში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები, ინფორმაციას ექსკლუზიურად "გურია თუდეი" ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, დაშავებულები კი უკვე შინ დაბრუნდნენ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც აფეთქების შემდეგ გადაიყვანეს.
"მთავარის" გადამღები ჯგუფი ადგილზე დამატებით დეტალებს არკვევს. ამ დროისთვის აფეთქების ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და "სოკარ გაზის" რეგიონული ბრიგადები.