ზესტაფონში, სოფელ პირველ სვირში, კაცმა ინტერნეტის გადამცემი მოწყობილობის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, მან ადგილზე საბურავები მიიტანა და ცდილობდა ცეცხლის წაკიდებით ანძა გაენადგურებინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყრო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
ინციდენტის გამო სილქნეტის აბონენტებს გარკვეული პერიოდით ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებოდათ. კომპანიაში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ მოწმდება კაბელები და გადამცემები, თავად ანძა დამწვარი არაა და მოსახლეობას დაახლოებით ერთ საათში ინტერნეტის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგება.