დაღუპულთა და ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება - ჯანდაცვის მინისტრი იმალება

გამოქვეყნდა:

კლინიკებთან და ცხელების ცენტრებთან რიგებია. უმძიმესი სიმპტომებით პაციენტებს სასწრაფოს მანქანებში უწევთ ლოდინი იმისთვის რომ კლინიკამდე მივიდნენ. საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის.

კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ჯანმრთელობის მდგომარეობა სახლშივე უმძიმდებათ.

"მთავარ არხს" არაერთი მოქალაქე უკავშირდება, რომ 112-ის ბრიგადებს საათობით ელოდებიან და პასუხს ვერ იღებენ. პასუხის მოლოდინი კი ზოგჯერ საბედისწერო ხდება. 

თითქმის შეუძლებელია ოჯახის ექიმთან დაკავშირება და მკურნალობის დისტანციურად მიღება. 

სასუნთქი აპარატების და საწოლი ადგილების დეფიციტის გამო მოქალაქეები ექიმების მოლოდინში ისე მძიმდებიან რომ ზოგიერთ შემთხვევაში მათი გადარჩენა შეუძლებელი ხდება. სამედიცინო რესურსების კრიზისის გამო კოვიდ 19-ს უკვე 10 ექიმი ემსხვერპლა.

პირველადი რგოლის ექიმების ინფიცირების დიდი რაოდენობის გამო, სამედიცინო პერსონალი საკმარისი აღარ არის, არსებული რესურსით კი თავად ექიმები ცდილობენ საკუთარი ძალებით გაუწიონ პაციენტებს კონსულტაცია დისტანციურად. 

სამედიცინო პორტალზე დღის განმავლობაში ათასობით გზავნილი შედის, "მედ გიდის" მეშვეობით მოქალაქეები ცდილობენ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენას.

ქვეყანაში კოვიდპანდემია ყოველდღიურად ახალ ნიშნულზე ადის, ბოლო 24 საათში 38 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ხშირად ვირუსის გართულების ფონზე დაგვიანებული მკურნალობა აღმოჩნდა,

ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 100 ათასს უახლოვდება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს გეგმა როგორ უნდა შეამსუბუქოს უმძიმესი ვითარება. მინისტრი ტიკარაძე დღეს საერთოდ დაიმალა. 

ყოველდღიურად ქვეყანას 4 ათასამდე ახალი ინფიცირებული პაციენტი ყავს. კოვიდ პანდემიას კი 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი