გლობალურმა პანდემიამ და უპრეცედენტო მასშტაბის კრიზისმა მომავალ თაობებს დაღი სამუდამოდ დაასვა. სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გადატანამ განათლება სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ფუფუნებად აქცია.
ოჯახებს, რომლებიც სახელმწიფო დახმარებით არსებობენ, მოუწიათ ძვირადღირებული ტექნიკის შოვნა და ინტერნეტის ჩართვა, რისი საშუალებაც ამ ოჯახებს არ აქვთ.
კიდევ ერთი პრობლემა კი თავად ბავშვების სრულყოფილად გამოკვებაა.
ამ პრობლემის შესახებ წლებია საურბობს "იუნისეფი" და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მთავრობამ კი თითო ბავშვზე დახმარების სახით თვიურად მხოლოდ 10 ლარი გამოყო.
კატასტროფულად გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი ვისაც აღარ აქვს წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვაზე და საცხოვრებელზე. სწორედ ამიტომ გაეროს ბავშვთა ფონდი სასკოლო ასაკის მოზარდებს უკვე პირდაპირ დაკარგულ თაობას უწოდებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
დისტანციური განათლების ხარისხი საქართველოსნაირ ქვეყანაში კიდევ უფრო დაბალია, მიზეზები კი ტექნიკური მოუმზადებლობა და უნარ-ჩვევების არარსებობაა როგორც პედაგოგებში, ისე მოსწავლეებში.
სკოლა არა მხოლოდ განათლების კერაა, არამედ თანატოლებთან კომუნიკაციის, ახალი ემოციების შეცნობისა და საკუთარი თავის უკეთ გაცნობის საშუალება.