საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კაკაჩია კოვიდინფიცირებულია და რუხის კლინიკიდან თბილისში გადმოყვანას ითხოვს:
"მეგობრებო ჩემი ცხოვრება მოულოდნელად სულ სხვა მხარეს აღმოჩნდა.. დედას რომელსაც მანამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები დაუდგინდა კოვიდი. ორივე რუხის საავადმყოფოში ვართ, დედა ამ ეტაპზე უკეთაა. ჩემი მდგომარეობა უფრო რთულადაა.. ბოლო 6 დღე ზედიზედ მაღალი 39 სიცხე, სტაბილურად მიჭირს სუნთქვა (მარჯვენა ფილტვის პნევმონია), დღე-ღამე არეული მაქვს ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ და ნუ მიწყენთ. უბრალოდ ამ ეტაპზე მეტი არ შემიძლია. ყველას გიხდით მადლობას ვინც აქამდეც მხარს გვიჭერდით. ყველანი მეიმედებით" - წერს კაკაჩია ფეისბუქზე.
ჯანდაცვის სამინისტრომ "მთავარი" რეანიმატოლოგ ალექსანდრე გოხელაშვილთან გადაამისამართა. როგორც გოხელაშვილმა ჩვენთან საუბარში თქვა, კაკაჩიას მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მას კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და, ასევე, მაღალი ემოციური ფონი აქვს. მისი ინფორმაციით, კაკაჩიას თბილისში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოიყვანენ.