ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 20 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 894 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი - 3 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 96 860
  • გამოჯანმრთელებულია - 77 932 
  • გარდაცვლილია - 894
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 226
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 411
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 879
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი