წერეთლის მეტროსადგურის მიმდებარედ, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეკიპაჟბის მობილიზების მიზეზი მირკოსაფინანსო ორგანიზაციის ძარცვაა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ინფორმაციის დასაზუსტებლად ადგილზე მიდის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობაში არიან მძევლებიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებაც.
"მთავარი არხი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დამატებით ინფორმაციას უწყებისგან მიღებისთანავე გაგაცნობთ.