შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია მძევლების უვნებლად გათავისუფლებითა და თავდასხმელის დაკავებით დასრულდა.
"მოლაპარაკებებისა და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლადა გავათავისუფლეთ და შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია", - განაცხადა მედიასთან ვაჟა სირაძემ.
სპეციალური განცხადება პროცესის მშვიდობიანად დასრულების შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისიმაც" გაავრცელა.
შეგახსენებთ, ხელყუმბარით შეიარაღებულ პირს რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის" ოფისში თანამშრომლები მძევლად ჰყავდა აყვანილი.