ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 3 851 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 21 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 851 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 81 783 გახდა.

აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდული - 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 100684 
  • გამოჯანმრთელებულია - 81783 
  • გარდაცვლილია - 927 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2128
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3445
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5976
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 40 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი