გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსი" ბინაზე მყოფ პაციენტებს ვიდეო-კონსულტაციებს უწევს

გამოქვეყნდა:

გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკა ბინაზე მყოფ პაციენტებს ვიდეო-კონსულტაციებს უწევს.

შექმნილი ეპიდვითარების ფონზე, სამედიცინო ცენტრში ვიდეო კონსულტაციებისა და ტელემედიცინის ამერიკული პრაქტიკა ადგილობრივ მედპერსონალს ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა და ტელემედიცინის სპეციალისტმა, დავით მრელაშვილმა, გაუზიარა.

მისი თქმით, სისტემა, რომელიც უკვე ამოქმედდა, სხვადასხვა რგოლს შორის კომუნიკაციას კიდევ უფრო გაამარტივებს.

"პაციენტების დიდ უმეტესობას აქვს იმდენად მარტივი შეკითხვა, რომ პასუხის გაცემა შეიძლება მოხერხდეს ონლაინ-რეჟიმში", - ამბობს მრელაშვილი. 

მრელაშვილმა სამედიცინო ცენტრს საჩუქრად 50 ცალი პულსოქსიმეტრიც გადასცა.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი