ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირებულ 9 დღის ჩვილს მკურნალობენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისის  “კლინიკა ბომონდში" კორონავირუსით დაინფიცირებულ 9 დღის ბავშვს მკურნალობენ.

მკურნალი ექიმის, ნათია ხაჩიძის, თქმით, ჩვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვი COVID-19-ით დედისგან დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში რეკორდულად ბევრი - 3 824 ადამიანი ინფიცირდა, 33 პაციენტი გარდაიცვალა, 3 851 კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი