რომანტიზებული კრიმინალი - ტერორი, მძევლები და ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობა გახდა

გამოქვეყნდა:

ლევან ზურაბაშვილის დედა ცდილობს, გამართლება მოუძებნოს შვილის საქციელს, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 11 პირი მძევლად აიყვანა. ყოფილი პედაგოგი ამბობს, რომ კრედიტების გადახდას ვეღარ ახერხებდა. ზურაბაშვილის ოჯახმა, რამდენიმე წლის წინ, ვალების გამო ბინა დაკარგა და ახლა მათი თავშესესაფარი, ორხევში ნაქირავები ერთადერთი ოთახია. ლევანს ცოტა ხნის წინ მამა გარდაეცვალა და მეუღლესაც დაშორდა.

31 წლის ლევან ზურაბაშვილი, ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ახალგაზრდა კაცი, სახესა და ვინაობას არ მალავდა, ამიტომ მისი, როგორც ერთი ჩვეულებრვილი მოქალაქის პირადი ტრაგედია დაკავებამდევე გახდა ცნობილი. მეზობლები ჰყვებიან, რომ ოჯახი პედაგოგი დედის პენსიით ცხოვრობდა, თავად დამნაშავე, სავარაუდოდ, აზარტული თამაშების მოყვარული იყო.

ფაქტს, რომ ლევან ზურაბაშვილი აზარტული თამაშების მსხვერპლია, ადასტურებს მისი უფლებადამცველიც. ირმა ჭკადუა განმარტავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრა ზურაბაშვილის მხრიდან არა ძარცვის, არამედ, ერთგვარი პროტესტის გამოხატვა იყო. სწორედ ამიტომ მძარცველმა არა ფული, არამედ სესხებზე პროცენტის შემცირება და აზარტული თამაშების აკრძალვა მოითხოვა. 

ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხელყუმბარითა და იარაღით შეიჭრა და 17 პირი მძევლად აიყვანა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მას ხელში სანთებელის ფორმის ხელყუმბარა ეჭირა, იარაღი კი, პნევმატურია. 

ვიდეო, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შევარდნილმა პირმა გაავრცელა, უცებ გახდა სოციალურ ქსელში განხილვის მთავარი თემა. იმის მიუხედავად რომ ზურაბაშვილს მძევლები ჰყავდა და არავინ იცოდა, როგორ დასრულდებოდა ეს შემთხვევა, დამნაშავის მიმართ აგრესია არავის გასჩენია, არც თავად ბანკში და არც საზოგადოებაში.  

დამნაშავე სამაღთალდამცველებმა რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი, რაც გაირკვა, რომ დამნაშავე ფულს არ ითხოვდა, 144 მუხლით გადაკვალიფიცრდა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი