ერთი თვე ზუგდიდის ყაჩაღობიდან - ესებუას "ოცნებასთან" დაახლოებული "კანონიერი ქურდი" დაეხმარა

გამოქვეყნდა:

დღეს ზუსტად ერთი თვე გავიდა ზუგდიდში მოხმდარი ყაჩაღობიდან. ბადრი ესებუას მამა ამბობს, რომ შვილის შესახებ ერთი თვეა, აღარაფერი იცის. ქვეყნის მთავარი ძებნილი თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას, პოლიცია კი, ამ დრომდე არათუ დაკავებას, მის კვალზე გასვლასაც ვერ ახერხებს. 

"მთავარმა არხმა" შინაგან საქმეთა სამინისტროზე ადრე გაარკვია, ვინ იყო თავდამსხმელი, ახლა დავადგინეთ ისიც, ვინ დაეხმარა ბადრი ესებუას ფულის საიმედო ადგილზე გადამალვაში. დანაშაულის თანამონაწილე  კრიმინალური ავტორიტეტი - ჩირო შონიაა, ძებნილის ნათესავი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და სიგარეტის კონტრაბანდითაა დაკავებული.

მისი კავშირებით, ფული ესებუამ თავდასხმიდან 3 დღეში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაიტანა და ნათესავებთან  დამალა. თუმცა, სამძებრო ოპერაციის გამო კონტრაბანდისტებმა ესებუას ენგურზე გადაყვანა მაშინვე ვერ შეძლეს.   

 ბადრი ესებუას ნათესავი ჩირო შონია გალის რაიონიდანაა, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც კრიმინალურ ვითარებას აკონტროლებს, როგორც გალის, ისე მის მიმდებარე ტრიოტორიაზე. ზუგდიდში ღიად არსაუბრობენ, თუმცა კამერის მიღმა ყვებიან, რომ ის პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და მის ყოფილი მოადგილეს ლევან კაკავასაც კარგად იცნობს. კრიმინალური ავტორიტეტი ხელისუფლების მხარდამჭერად არჩევნებშიც აქტიურად ერთვებოდა ხოლმე.

ისინი, ვინც საქმის ვითარებაში გარკვეულია, ზუგდიდში ამბობენ, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა მისი ნათესავის, ბადრი ესებუას დახმარებაზე უარი არ თქვა და  გატაცეული მილიონობით ლარიდან სოლიდიური წილიც შეხვდა. როგორც "მთავარს" კონფიდენციალური წყარო უყვება, თავადასხმიდან 72 საათში ფული უკვე ენგურს გაღმა იყო. შემდეგი ნაბიჯი ძებნილის ე.წ. საზღვარზე გადაყვანა უნდა ყოფილიყო. 

ოფიციალურად, ბადრი ესებუას ბრალი 3 მუხლით აქვს წარდგენილი, ტერორიზმი, მძევლების აყვანა და  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობა. მას პატიმრობაც დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი